სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეამაყება, რომ თსუ მეექვსე კორპუსის ოცნებების სასაფლაოზე ერთად გვიბირჟავია"- ბელა მაღლაფერიძის პოსტი ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეზე

პაროდისტი და ძალიან პოპულარული ფეისბუქელი ბელა მაღლაფერიძე გარდაცვლილ, ლევან ჩხაიძის კურსელი იყო და ნახეთ, რას იხსენებს ტელეწამყვანზე:
"ჯგუფელები ვიყავით, ოსურად ვაბონთახორზს ვერ იმახსოვრებდა, ვაბოს მეძახდა.
სტუდენტობაში გაზეთში მუშაობდა, დიქტოფონი გაუფუჭდა და ვათხოვე.
ერთხელ მითხრა სულ სელებრითებს ვწერ შენი დიქტოფონითო, მეთქი მაიტა დაიტოვე, მე ჟურნალისტიკაში ფეხის ჩამდგმელი აღარა ვარ და შენ მაინც გამოგივიდეს რამე თქო.

შენ ასაკში რამე კი არა, ძალიან ბევრი რამ გამოგივიდა! მეამაყება, რომ თსუ მეექვსე კორპუსის ოცნებების სასაფლაოზე ერთად გვიბირჟავია.

მშვიდობით, კარგო ადამიანო" - წერს ბელა მაღლაფერიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100