"არ ვიცი როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული შენს მიმართ" - ნუცა თოფურია პროექტიდან გავარდნილ და დაბულინგებულ გიორგი ნარმანიას პატიებას სთხოვს

ნუცა თოფურია, გიორგი ნარმანიას პროექტ "მხოლოდ ქართულიდან" გავარდნის შემდეგ პატიებას სთხოვს და აი, რას უწერს საჯაროდ:

"გიორგი ნარმანია არ ვიცი როგორ დავიწყო და რა გითხრა იმდენად დამნაშავედ ვგრძნობ თავს გუშინდელი დღის მერე მართლა მოსვენებას ვერ ვპოულობ... არ ვიცი... არ გეგონოს, რომ თავს ვიმართლებ, პირიქით ასე დამნაშავედ თავი არასდროს მიგრძვნია. შენ კარგად გამიცანი და იცი,რომ ის ემოცია შენი წასვლით გამოწვეული არ იყო... უბრალოდ გუგას დარჩენა გამიხარდა და შევეგებე ასეთი ემოციით ეს იყო პირველი წამები, პირველი ემოცია სანამ გავიაზრებდი საერთოდ რა მოხდა... უდიდეს ბოდიშს გიხდი არ ვიცი როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული შენს მიმართ უბრალოდ მაპატიე..." - წერს ნუცა თოფურია.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გუშინ, მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალი გაიმართა.

პროექტში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, გიორგი გაბუნიამ, ერთ-ერთ კონკურსანტს, გიორგი ნარმანიას საშუალება მისცა თავისი თავისათვის თვითონვე დაეწერა ქულა, კონკურსანტმა კი თავისი შესრულება 10 ქულით შეაფასა.

ამ ფაქტმა, ჟიურის წევრის, გიორგი გაბუნიასა და წამყვანების გაკვირკვება გამოიწვია, მათ კონკურსანტის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალეს და სახალხოდ მიუთითებდნენ, რომ ასე არავინ მოიქცეოდა.

ამ ყველაფერმა მაყურებელთა აგრესია გამოიწვია, ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გიორგი ნარმანია დაამცირეს და დააბულნგეს, რაც ყოვლად მიუღებელია.

კომენტარი

×