კიდევ ერთი გარდაცვლილი, ამჯერად ბათუმში - „ღორის გრიპით“ მამაკაცი გარდაიცვალა

ავთო სარჯველაძე ბათუმის საავადმყოფოში ლანჩხუთიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, H1N1 შტამის ვირუსია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, მამაკაცმა კლინიკას 20 დეკემბერს მიმართა, დაიწყო ინტენსიური მკურნალობა, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა.

"მთელო კვირა სახლში იყო მაღალი ტემპერატურით. კლინიკას მიმართა რედგენისთვის, მდგომარეობა უკვე იყო რთული. ინტენსიური მკუნრლაობა დაიწყო, თუმცა დაგვაინებული აღმოჩნდა -" განაცხდა ზაალ მიქელაძემ.

აჭარაში მიმდინარე სეზონზე H1N1 გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

დეკემბრიდან დღემდე ე.წ. "ღორის გრიპით" გარდაცვალების 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარი