"სალომემ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა" - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო 22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალებაზე წერილს აქვეყნებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სალომე ქემაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

22 წლის სალომე ქემაშვილი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი ინფექციურში 2 იანვარს უგონო მდგომარეობაში ბორჯომიდან გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სალომემ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა. დაოჯახების შემდეგ თბილისში ცხოვრობდა. იგი ცნობილი კომპოზიტორის, მანანა იმედაძის რძალია.

კომენტარი

×