დავით სერგეენკო: ეპიდემია არ გვაქვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, პიკური მდგომარეობა მაშინ იყო, როცა 277 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ ეტაპზე კი კლების ტენდენცია შეიმჩნევა. მინისტრი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმართვიანობამ იკლო.

"ყველაზე პიკური მდგომარეობა მაშინ იყო, როცა 277 შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა არის 256, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია არ გვაქვს. ეპიდემიის ცოდნა საჭიროა ჯანდაცვის სისტემისთვის რომ შესაბამისი პროტოკოლი აამოქმედოს. ტამიფლუს მარაგებსა და მის რაოდენობას საერთაშორისო პროტოკოლი განსაზღვრავს, თუ რა ავადობაზე რა რაოდენობა უნდა გვქონდეს. ჩვენ ეს მარაგები გვაქვს და იმ დღეებში, როდესაც სააფთიაქო დეფიციტი შეიქმნა, ჩვენ გავუნაწილეთ კიდეც მათ", - აცხადებს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი, უკვე 14-ს მიაღწია.

კომენტარი