სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვერაზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ინციდენტის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ კლუბთან გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სტუმრებს შორის ჯერ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი გარეთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. დაშავებულებიდან სამი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, 2–ს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ერთი ახალგაზრდა კი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, რომელსაც ასევე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100