სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ცა ჩემომექცა...ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს. მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს? ულამაზესი 18 წლის ბიჭი უნდა მივაბარო მიწას"

სოციალური ქსელში თეა ჯინჯიხაძე ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გარდაიცვლილ დიმა გორგოძის შესახებ წერს.

"როცა "ბასიანში" კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობლების და მეგობრების გამო. აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა მე ეს არ შემეხებოდა, სხვისი ტკივილით ვიფარგლებოდი. დღეს მეც შემეხო, დღეს მეც ჩამომექცა ცა. ჩემი 18 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, კლუბ "ბასიანში" პირველად გასინჯა. გასინჯა და გაგვიყოლა ამდენი ადამიანი. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და ბასიანი ისევ გახსნეს. მე ვინმომიხდის დღეს ბოდიშს?რას მიშველის ვინმეს ბოდიში. ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას. ბიძაშვილისშვილი იყო ჩემი. დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედაც ვატირე ბასიანს როვერ მოერევა" - წერს თეა ჯინჯიხაძე.

შეგახსენებთ, რომ დიმა გორგიძე სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ორმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 116- მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100