"აეროპორტში ვნახე, აშკარად ნაწყენი ჩანდა, მაგრამ საყვედურის ნაცვლად, კომპლიმენტი გამოუვიდა" - აი, რა ისტორიას იხსენებს გიორგი კაპანაძე ნიკა რურუაზე

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე, ნიკა რურუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ასეთ ისტორიას იხსენებს ყოფილ მინისტრზე:

ერთხელ რაღაც სტატია დავწერე "რეზონანსში". წესიერად აღარც მახსოვს, მაგრამ რამდენიმე აბზაცი ნიკა რურუას კრიტიკა იყო.
წლების მერე აეროპორტში ვნახე, კაფეში ვიჯექი ხანგრძლივი მოგზაურობის წინ, რომელიც როდის დასრულდებოდა, არ ვიცოდი.
ის მგონი მეგობარს ელოდებოდა.
წიგნებზე, მუსიკაზე და პოლიტიკაზე ვსაუბრობდით და როცა წასვლის დრო მოვიდა, ჩემი სტატია ახსენა, "რეზონანსში" რომ გამოვაქვეყნე შევარდნაძის დროს.
ამდენი ხანი გავიდა და კიდევ გახსოვსთქო, ვკითხე.
ისე წერ, მაგას რა დამავიწყებსო, ღიმილით მითხრა...
აშკარად ნაწყენი ჩანდა, მაგრამ საყვედურის ნაცვლად, კომპლიმენტი გამოუვიდა...
მერე ნახევარი გზა იმაზე ვფიქრობდი თუ რა ძალა აქვს სიტყვებს, ფურცლებზე გადატანილს და ღიმილს, გულწრფელს და ოდნავ სევდიანს.
Rest In Peace Nika Rurua
“ - წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი