„ბოროტმა მონტიორმა გვითხრა, რომ ხელისუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ ზებრა და პინგვინი... კვირას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია“

„ბოროტმა მონტიორმა გვითხრა, რომ ხელისუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ ზებრა და პინგვინი“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე წერს.

„ის, რაც 28-ში მოხდა, არის:
ძალაუფლების მიტაცება;
მოსყიდვისა და დაშინების გზით ხელისუფლების მითვისება;
900 ათასი მოქალაქისათვის არჩევნების თავზე გადახევა;
არალეგიტიმურობისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი;
დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი;
დარღვეულია ფარულობის პრინციპი;
დარღვეულია ყველა ის მუხლი და კანონი, რომელიც თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთებას გულისხმობს;
ერთმა ბოროტმა მონტიორმა წაგვართვა ყველაფერი და გვითხრა რომ ხელისუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ ზებრა და პინგვინი.
ახლა ჩვენი გადასაწყვეტია - ვეგუებით თუ უარს ვიტყვით; გავატარებთ თუ დავივიწყებთ; გავუწევთ წინააღმდეგობას თუ გვერდით გავიწევით.


მას ჰგონია რომ გაუვიდა. ის ფიქრობს რომ ჩვენს ქვეყანას აჯობა, კვირას ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ჩვენ 900 ათასი ვართ, მაგარი პოლიციელების,
გმირი სამხედროების, პატრიოტი ემიგრანტების, საქართველოს გაუტეხელი მოქალაქეების მთელი არმია". - წერს „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი.

კომენტარი