სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიდით ახლა კაგებეშნიკი ჯანრი კაშიას სული გამოიძახეთ თეფშით და ნინო ანანიაშვილთან მისი დებატები მოითხოვეთ" - ნიკა გვარამია ზურაბიშვილის შვილის განცხადებას ეხმაურება

დღეს სალომე ზურაბიშვილის შვილმა გრიგოლ ვაშაძის შვილი დებატებში გამოწვია. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია:
"უკაცრავად, ანუ ქართულ ოცნებას (არ მითხრათ ახლა რომ ეს აცეტებული გორჯესტანი ქართულ ოცნებასთან რა კავშირშიაო) შეუძლია სრულიად ამაზრზენი და დაუშვებელი მეთოდებით ურტყას გრიგოლ ვაშაძეს წელს ქვემოთ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეუძლია ჩვენი პირადი ცხოვრების ვიდეოებით გვაშანტაჟოს, გამოაქვეყნოს კიდეც, გვაიძულოს, ჩვენი ადიულტერის თაობაზე საჯაროდ ვისაუბროთ და ჩვენი ოჯახები დანგრევის პირას მიიყვანოს. საპასუხოდ, ჩვენ ყველანი მაღალზნეობრივი დუმილით გულხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ და ნამუსი ვუნახოთ საქართველოს მოღალატეს და ამით ირიბად ხელი შევუწყოთ მის გაპრეზიდენტებას? ვდუმდეთ, მაგალითად იმაზე, მოღალატე სალომე ზურაბიშვილი, "მართმადიანი" ვარო ტრიბუნებიდან რომ სპეკულირებს, თავისივე შვილის ნათლიას და მისივე ქმრის მეჯვარეს რომ გაყვა ცოლად მოქმედი ქმრის პირობებში, რაც, მაგალითად, აშშ-ში და ცენტრალური ან დასავლეთ ევროპის ნებისმიერ კონსერვატულ საზოგადოებაში სრულიად დაანგრევდა მის კანდიდატურას (უფრო სწორად, კანდიდატობამდეც ვერ მიაღწევდა)?

არ გამოვა. quid pro quo. თქვენ ეს სრულიად დაიმსახურეთ. მიდით ახლა კაგებეშნიკი ჯანრი კაშიას სული გამოიძახეთ თეფშით და ნინო ანანიაშვილთან მისი დებატები მოითხოვეთ"- წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100