24 წლის ფეხბურთელმა დედის სიკვდილით გამოწვეულ სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა

უკანასკნელი პოსტი, რაც ნიჭიერმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, სანამ გარდაცვლილს იპოვნიდნენ, იყო პატიების თხოვნა.


24 წლის ბრიტანელმა სპორტსმენმა ბრენდონ რაჯიმ თვითმკვლელობამდე ასევე გამოაქვეყნა დედის ფოტო, რომელიც 4 წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.
"მაპატიეთ ყველამ, ვისაც ტკივილი მოგაყენეთ. გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ ეგოისტი ვარ. არასდროს ვყოფილვარ კარგი შვილი და მეგობარი, ამის გამო ძალიან ვწუხვარ და მალევე დარწმუნდებით, რომ არ ვტყუი. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ამ ტკივილისთვის. ნახვამდის მეგობრებო" - ეს იყო ბრენდონის უკანასკნელი პოსტი, შემდეგ კი ახალგაზრდამ სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.

ფეხბურთელმი ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდა დეპრესიასთან გამკლავებას, რაც მისი დედის სიკვდილმა გამოიწვია, თუმცა ყველა მცდელობა ამაო გამოდგა. ბოლო პერიოდში ვეღარც თამაშს ახერხებდა, რის გამოც ძალიან ცოტას უხდიდნენ, ამიტომ უამრავი ფინანსური პრობლემაც შეექმნა. მისმა ამგვარმა მდგომარეობამ პირად ცხოვრებაშიც ბევრი სირთულე გააჩინა, რაც საბოლოოდ საყვარელ გოგოსთან დაშორებით დასრულა. ამან კიდევ უფრო მეტად იქონია გავლენა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და გადადგა ნაბიჯი, სუიციდით დაესრულებინა სიცოცხლე.

ბრენდონის ცხედარი მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მას შემდეგ იპოვნა, რაც სოციალურ ქსელში მისი უკანასკნელი პოსტი წაიკითხა.

კომენტარი