მამაკაცს, რომელმაც მცირეწლოვანი ნათესავი გააუპატიურა, სასამართლომ მკაცრი განაჩენი გამოუტანა

ბაქოს სასამართლომ ადგილობრივ მაცხოვრებელს კიამილია გეუშევას მკაცრი განაჩენი გამოუტანა - საქმე ეხება მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურებას, რომელიც ბრალდებულის ნათესავი იყო.

როგორც გამოცემა 1news.az წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გეუშევა 13 წელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.
დაზარალებული ბრალდებულის ცოლის დიშვილია. გამოძიებამ ძალადობის კვალი ექსპერტიზის საშუალებით აღმოაჩინა და გეუშევას ბრალი დაუმძიმდა.

კომენტარი