რუსთავის საავადმყოფოში ოპერაციის მსვლელობისას 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. „ინფო რუსთავთან“ კომენტარში გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შვილი საავადმყოფოში ავტომობილის დაჯახების შედეგად ხელის მოტეხილობით მიიყვანა.

„ბავშვი კარგად იყო. სანამ საავადმყოფოში მივიდოდით გზაში მელაპარაკებოდა, ვხუმრობდით, იცინოდა, მერე შეიყვანეს საოპერაციოდ და ბავშვს გული გაუჩერდა. ვფიქრობ, რომ ნარკოზიდან ვერ გამოიყვანეს“ – ამბობს მშობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა წითელ ხიდთან მოხდა. სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი