სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინი ქარსელაძე: ახლა მოემზადეთ, მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან რა მაგრები

ნინი ქარსელაძის პოლიტიკური ფეისბუქ-პოსტი, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

დღეს მთელი დღე ვიფიქრე რა დამეწერა, მერე ფეისბუქი გავაუქმე, რათა ფეიკ ექაუნთებიდან შემოსული აგრესია ამესხლიტა. მაგრამ ვერ ვასიამოვნებ ვერავის, განსაკუთრებით იმ ნაც სექტას! ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ მოახდენთ, ვისზეც მოახერხეთ, ისიც ღმერთმა შეგარგოთ. შემდეგ ტურში გაჩვენებთ ვინ ხართ სინამდვილეში, ხოდა ახლა მოემზადეთ, მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან რა მაგრები. მე ვსაუბრობ ჩემი ოჯახის, მომღერლების და კიდევ ბევრი ჩემი ახლობლის სახელით! არჩევნების მეორე ტურამდე ცოტ დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამოქალაქეები კარგად გაიხსენებენ იმ 9 წელს!!!!!!
ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ, მაგაზე არ დაგწყვეტთ გულს და თქვენც დაგპატიჟებთ. ისე რა სასწაული ხალხი ხართ, მთელი დღე გაატარეთ ჩვენს ლანღვაში, გგონიათ ვინმესთვის რამეს ნიშნავს?
P.S.
ახლა ჩემიანებს მივმართავ: ნუ მოდუნდებით, სიკეთე გაიმარჯვებს. ჩემი მხარდაჭერა რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას“- წერს მომღერალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100