სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯარის უარი ზურაბიშვილს - სამხედროებს არ სურთ ისეთი პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შეიძლება ითქვას, დიდი ვნებათაღელვაა. პრესა.ჯი-ს ინფორმაციით ჯარი უარს ამბობს შეასრულოს მეთაურების ბრძანება და მხარი დაუჭიროს ქართული ოცნების კანდიდატს.


თითქმის ყველა ბატალიონსა და დანაყოფში, არმია ერთსულოვანია. სამხედროებს არ სურთ ისეთი პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს და არმიას შეურაცხყოფას აყენებს.


კორუფციასა და ნეპოტიზმში არაერთხელ დადანაშაულებული მინისტრი იზორია კი, უბრალოდ, უძლურია აიძულოს არმია - ივანიშვილის დირექტივა შეასრულოს და ხმა მისცეს ოკუპანტის რუპორს.


პრესა. ჯი ასევე წერს თუ რა ხდება შტაბში - გენ-შტაბის უფროსობა შეწუხებულია. მინისტრი იზორია გამოუვალ მდგომარეობაშია. ივანიშვილის ფავორიტს კი, არჩევნების წაგების შანსები ეზრდება.

გამორიცხული არ არის რომ ხვალ, ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილს ღირსეული პასუხი გასცეს ყველა იმ სიბინძურეზე, რომელსაც იგი საქართველოს აბრალებს.


მიუხედავად იმისა რომ საქმეში აქტიურადაა ჩართული სამხედრო პოლიცია, რომელიც სამხედროებს აშინებს, პირველი დიდი მარცხი უკვე იგემა ოლიგარქის რჩეულმა.

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა, ჩვენი ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც.


სააკაშვილმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი გმირობისათვის (იქ რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა არჩევნები).

რა მოხდება ხვალ...


სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად განიხილება ვერსია იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება დიდი გაყალბებისათვის ემზადება.


ერთ-ერთი ინფორმაციით, მზადყოფნაში არიან ზონდერ-ჯგუფები, რომლებმაც წაგების შემთხვევაში, კონკრეტული უბნები უნდა დაარბიონ.

რიგდება დიდი ოდენობით ფულიც - ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით. იგეგმება ხმების მასობრივი ჩაყრა და გაყალბებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემაც.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100