სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: წუხელ ჩემ ქექეს ჩავუწექი ლოგინში და დილამდე ხელი არ გამიშვია... სანამ სახლში არ დაბრუნდა დამბლადაცემული ვიყავი, ხოდა, იმ კაცს გავუხვრეტდი შუბლს

აი, რას წერს ნიკა გვარამია გორში მომხდარ ტრაგედიაზე:
"არაფერი ისე არ მძულს, როგორც სიკვდილით დასჯა. მაგრამ უნდა ვაღიარო, წუხელ ჩემ ქექეს ჩავუწექი ლოგინში და დილამდე ხელი არ გამიშვია. სკოლაში რომ მიდიოდა, ისეთი სტრესი მივიღე, ახლაც ვერ გამოვედი. და სანამ სახლში არ დაბრუნდა, დამბლადაცემული ვიყავი.

ხოდა, იმ კაცს გავუხვრეტდი შუბლს, და სიამოვნებასაც მივიღებდი. წავიდოდი და ჩავჯდებოდი მერე. ან კი რაღა მნიშვნელობა ექნებოდა, სად ვიჯდებოდი, ეს რომ მომსვლოდა.

ps სახელმწიფო ცხადია არ შეიძლება ვინმეს კლავდეს. ეს უდავოა."- წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით გორში 8 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100