"დღეს ყველა ჩვენგანის ოჯახში ასვენია წამებით მოკლული ბავშვის ცხედარი! რა გარანტია გვაქვს, კიდევ სხვა არ ჩაიდენს უარეს მკვლელობას?!"

გორში 9 წლის მოზარდის მკვლელობას პეტრე კოლხი ეხმაურება:

“მკვლელის დაკავება არ არის გამოსავალი. მისი დასჯით და დაპატიმრებით 9 წლის ანგელოზი გაცოცხლდება?! ან ის ამერიკელი ბავშვი, რომელიც ყაზბეგში მოკლეს თავიდან გაჩნდება?!

რა გარანტია გვაქვს, კიდევ სხვა არ ჩაიდენს უარეს მკვლელობას?!

რაღაც არის შესაცვლელი, ერის ფსიქიკაში, აზროვნებაშია პრობლემა...

ამდენი აგრესია, სიძულვილი და ბოღმა უკვალოდ არ ქრება...

9 წლის მოზარდის მკვლელობას არანაირი ახსნა არ მოეძებნება...

მკვლელობა ისედაც უბედურებაა, მაგრამ მოზარდების მკვლელობა მთელი ქვეყნის ტრაგედიაა...

ყველაზე დიდი ტრაგედია კი ის არის, რომ თითქოს ნორმად იქცა!..

ეს გლოვა საყოველთაო უნდა გახდეს...

დღეს ყველა ჩვენგანის ოჯახში ასვენია წამებით მოკლული ბავშვის ცხედარი!..”- წერს პეტრე კოლხი.

კომენტარი