სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს, ეს მძიმე ტრაგედიაა საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წრამომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულია“ - განაცხადა საბანაძემ.

შს მინისტრის მოადგილეს, დეტალებზე არ უსაუბრია.

მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

დაკავებული მამაკაცი 33 წლისაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100