სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უნივერსიტეტში იძახიან, საგნები შეეტენა და ვერ უთხრა მშობლებსო" - მეორე კურსელმა გოგომ თავი მოიკლა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისსეუსსტუდენტმა თავი მოიკლა. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. გოგონა მეორე კურსელი იყო. ამბავი დრონი.ჯი- უნივერისტეტის სტუდენტებმა შეატყობინეს.

მთელი უნივერსიტეტი შოკში ვართ, საგნები ჰქონდა შეტენილი და ეუბნებოდა ლექტორებს მშობლები არ მაპატიებენ და გთხოვთ გამსვლელი ქულები დამიწერეთო, ყველა იმას იძახის უნივერსიტეტში, რომ საგნების შეტენვა ვერ უთხრა მშობლებსო და ეტყობა კიდევ რაღაც პრობლემები ჰქონდა“ -აცხადებენ სტუდენტები ჩვენთან საუბრისას.

დრონი.ჯი- ინფორმაციის გადასამოწმებლადსეუ“-ში დარეკა. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100