სილამაზის კონკურსის კიდევ ერთი ტრაგიკულად დაღუპული მონაწილე - "მის კალიფორნია" უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

კალიფორნიის სილამაზის კონკურსის ერთ-ერთი დედოფალი, "მის კალიფორნია" იანა ლავრენტიოვა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ის გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილმა გაიტანა.

მძღოლს გაჩერება არც უფიქრია, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, 30 წლის ქალი კი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა, რადგან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ავტომობილი Toyota 4-Runner იყო, პოლიცია კი გამოძიებას მათ მიერ აღწერილი შემთხვევის დეტალებითა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით აწარმოებს გამოძიებას.
იანა საერთაშორისო სილამაზის კონკურსის პირველი მონაწილე არაა, რომელიც მიმდინარე წელს გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ "მის ავღანეთი" საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, ხოლო "მის ბრიტანეთმა" ივნისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარი