სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს

საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მოკლულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეში ჩართეულია ათენის საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც მომხდარის გარემოებებს დეტალურად შეისწავლის და საქმესაც შესაბამისი მუხლით აღძრავს. მანამ, სანამ ახალგაზრდა ქალს სამშობლოში გადმოასვენებენ, ცხედარი ექსპერტიზაზეა ბიუროში, რათა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.
24 წლის ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების პროცედურას ათენში საქართველოს საკონსულო გაუწევს ორგანიზებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100