სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია გორში - დაშავებულია ორსული, რომელიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა

ავარია გორში - ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 176 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100