სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა

ავტოსაგზაო შემთხვევას სამეგრელოში 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სოფელ ჭითაწყარში მოხდა. როგორც ცნობილია, მოზარდს ავტომობილი გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.

ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100