სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედეთში ტერაქტი აღკვეთეს

შვედეთის პოლიციამ შესაძლო ტერორისტული აქტი აღკვეთა. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან, პოლიციამ ქალაქ გოტენბურგში ოთხი ეჭვმიტანილი დააპატიმრა, რომლებიც ტერაქტის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები. დაპატიმრება მას შემდეგ განხორციელდა, რაც შაბათს საღამოს როდასტენის შენობიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. როდასტენის შენობა ქალაქის ყოველწლიურ გამოფენას მასპინძლობდა. ის ქალაქის ხელოვნების ცენტრად ითვლება. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, მათ პოლიციამ შენობის დატოვება უბრძანა. პოლიციამ დაკავებულთა შესახებ დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. ჯერჯერობით, უცნობია უკავშირდება თუ არა ეს აქცია შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტების 10 წლისთავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100