სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველებმა ეკლესიის ტერიტორიაზე 34 ცხედარი იპოვეს - ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქალაქ პალუში მაშველებმა ერთი ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა ეკლესიის ტერიტორიაზე 34 ცხედარი მიწაში ჩამარხული იპოვეს.

ამ დროისთვის ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ინდონეზიაში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მაშველები გადარჩენილებს ეძებენ პალუს 7 სართულიან სასტუმროშიც, რომელიც მიწისძვრის გამო მთლიანად დაინგრა. სავარაუდოდ, ნანგრევებში 50 ადამიანია დარჩენილი. ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში პარასკევს მოხდა. რამდენიმე საათში კი სანაპირო ზოლს ცუნამიმ გადაუარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100