„ომეგა ჯგუფის“ სკანდალში კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა - ახალი ჩანაწერი

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალში ახალი გვარი გამოჩნდა. ჩანაწერში, რომელიც ცოტა ხნის წინ „კურიერმა“ მოიპოვა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი ჰყვება, რომ „ომეგას“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც რეპრესიული მანქანა ამოქმედდა.

ჩანაწერი ასახავს სავარაუდოდ იმ ეპიზოდს, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი ორი დღის წინ "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრობდა. მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, საქმეში ჩაერთო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. სწორედ ფარცხალაძის ჩართულობის გასარკვევად დაუკავშირდა ყიფიანი კვირიკაშვილს.

სატელეფონო ჩანაწერში ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ასანიძე საუბრობენ. ყიფიანი სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა მძაფრი რეაქცია. ის აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან "ავარდა".

ლევან ყიფიანი: მითხრა რომ დაიჭირე ამასთან.

ნიკოლოზ ასანიძე: ბიძინას ------

ლევან ყიფიანი: კი, ოთართან დავიჭირე აი ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა ა მოვედი მივედი ოთარისთან ასე თუ ისე მე გაყოფილი მაქვს თავი შარში და ის პრობლემები რომლებიც იყო შექმნილი და რომელიც მე ეხლა ბიძინამაც შენიშვნა მითხრა რატომ არ მოხვედი ჩემთან რატომ მიხვედი სხვაგან რატო ისა და ასე ვთქვათ მე ავიღე ჩემ თავზე ეს უდარი.

ნიკოლოზ ასანიძე : საიდან გახმაურდა? როგორ იმას ქნა ეს ამბავი ერთხელ დამირეკე შენ და მითხარი რომ ...

ლევან ყიფიანი: მივედი პრემიერ მინისტრთან და ვუთხარი ესე და ესე და პრემიერ მინისტრი ავარდა იქა და უთხრა ესე და ესე რო რაღაცა ეს. ისე შენო რას პანიკობო ესო ყველაფერიო...

ნიკოლოზ ასანიძე: ეს ოთარიმ გითხრა?

ლევან ყიფიანი: ეს მითხრა კვირიკაშვილმა.

ნიკოლოზ ასანიძე: არა ჯერ ოთარისთან გქონდა რაღაც დაძაბულობა.

ლევან ყიფიანი: დაძაბულობა უთხარი რომ რა გინდა მეთქი შენ? რა გინდა მეთქი შენ? მე და ზაზა ერთად მივედით ზაზას ელაპარაკა მე უთხარი რომ მე უთხარი, ზაზა არ არი მეთქი მერე მე მივედი მარტო ზაზა არ წამომყვა და მივედი მარტო. ნუ იქაც მოხდა შელაპარაკება.

ნიკოლოზ ასანიძე: შაბათს მირეკავდი რაღაც მინდა გითხრაო და მერე ბავშვთან ვარ ეხლაო გასვენებაში ვიყავი.

ლევან ყიფიანი: კი, კი ხოდა მაგას გიყვები ხოდა მაგას გიყვები. მერე მოხდა ისე რო იქ ბიძინამაც ჩაერთო მეორედ, არა მეთქი ყველაფერი მოვაგვარე, ჩვენი საერთო მეგობარი ჩადგა შუაში ანუ ის დაძაბულობა მოიხსნა.

კომენტარი