სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შანხაიზე მამაკაცს მუცელი დანით გამოუფატრეს - დრონი.ჯი-ს ინფორმაციით ნასვამ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა

თბილისში შანხაის ქუჩაზე მამაკაცს მუცელი დანით გამოუფატრეს. როგორც დრონი.ჯის-თვის გახდა ცნობილი შემთხვევა წუხელ, გვაინ ღამით მოხდა.
პირი, რომელმაც შუახნის მამაკაცი დაჭრა მიმალულია და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ორივე მამაკაცი ნასვამი იყო და ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შედეგადაც, შედარებით უმცროსმა, მასზე წლოვანებით დიდი მამაკაცი დანით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100