სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღში შეიჭრა - დაჭრილია სამი მცირეწლოვანი

ნიუ-იორკში დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღში შეიჭრა, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი - ორი გოგონა და ერთი ბიჭი - ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
უცნობია თავდასხმის მოტივი, ცნობილია მხოლოდ ის, რომ საბავშვო ბაღს არ გააჩნდა მუშაობის ლიცენზია. დამნაშავე ამ დროისთვის ჯერ დაკავებული არაა, თუმცა პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც ბრალი ლიცენზიის გარეშე მუშაობაში ედება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100