სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდის საავადმყოფოში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ექთანმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი მის მიერ გამოყენებული ნემსით აუღო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ლაბორანტმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი იმ ნემსით აუღო, რომელიც მას ხელში შეერჭო. მცირეწლოვნის დედამ ანალიზის აღების შემდეგ ექთნის ხელზე სისხლი შენიშნა და ლაბორანტისგან მოითხოვა, რომ გამოეკვლია, იყო თუ არა ის რომელიმე ინფექციური დაავადების მატარებელი. კვლევებით ლაბორანტს აქტიური C ჰეპატიტი დაუდასტურდა.

კლინიკამ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და ლაბორანტი, რომელსაც 30 წლიანი სტაჟი ჰქონდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. 6 წლის ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია, დაინფიცირდა თუ არა C ჰეპატიტით მცირეწლოვანი. ანალიზების პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.

თავად ლაბორანტი მომხდარის შესახებ არ საუბრობს. მის ოჯახში კი ადასტურებენ, რომ ის C ჰეპატიტით სამედიცინო საქმიანობის დროს დაინფიცირდა.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს C ჰეპატიტი დაუდგინდება, ბავშვის მშობელი ლაბორანტის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს.

ზუგდიდის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტს ყველა საჭირო კვლევებს პერიოდულად ჩაუტარებენ.


წყარო: რუსთავი2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100