სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძე: მმართველი გუნდი კბილებით იცავს ჩემი შვილის მკვლელებს, დავით სარალიძის სისხლი არავის არ შერჩება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი შვილის მკვლელობებს შორის პარალელს ავლებს და სოციალურ ქსელში წერს:

„თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა იმ ვიდეო-ფოტო მტკიცებულებებით, სადაც თემირლანი თითქოსდა ტერორისტებთან ერთად მოძრაობდა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მირზა სუბელიანის ამოცნობა და მისი იდენტიფიცირება არ ჩათვალა საჭიროდ პროკურატურამ და გამომძიებელმა ფიფიამ.

დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთხელ, რომ მმართველი გუნდი კბილებით იცავს ჩემი შვილის მკვლელებს.

დავით სარალიძის სისხლი არავის არ შერჩება და მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მკვლელები და გამყალბებლები დასჯილი იყვნენ სრული სიმკაცრით,“ - წერს ზაზა სარალიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100