სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ხდება ხაშურში, სადაც ორი დღეა ხანძარია - დრონით გადაღებული კადრები

ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველები ცალკეულ კერებს ამუშავებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო-სამაშველო მანქანა. მათ შორის ურთულეს რელიეფზე მუშაობს ტყის სახანძრო სპეცტექნიკა.

მათივე ცნობით, ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბში და მუდმივად ხდება ტყის მასივის მონიტორინგი დრონის საშუალებით

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, აღარ არსებობს ხანძრის ღია კერები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტერიტორია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100