სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად მოგლეჯილმა განათების ბოძმა 55 წლამდე კაცი იმსხვერპლა

თელავის ბაზრის მიმდებარედ, განათების ბოძის დაცემის შედეგად 55 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა. შედეგად, მოგლეჯილი ბოძი იქვე მდგომ 55 წლის მამაკაცს დაეცა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100