სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

38 ათასი აბიტურიენტიდან ზოგად უნარებში ბარიერი 13%-მა ვერ გადალახა - 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია.

წელს 38 ათასი აბიტურიენტიდან ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა ზოგად უნარებში მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო. აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთი ნაშრომები ნახონ და სწორ პასუხებს შეადარონ. საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო განაცხადი შეავსონ.

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეუძლიათ ბმულზე: online.naec.ge

შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 93 333. რისი საფასურიც 50 თეთრია.

წელს ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100