"პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით"- დღეს დათუნა სარალიძის დაბადების დღეა

დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის დაბადების დღეა. ასე ულოცავს შვილს იუბილეს მამა ზაზა სარალიძე:

"მამი გილოცავ დაბადების დღეს.
როგორი ბედნიერები ვიყავით შარშან მამიიიი.
პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით.
როგორ გიხაროდა მამი შენი დაბადების დღე.
ბალიშის ქვეშ ეძებდი ხოლმე საჩუქრებს მამი.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამი"- წერს დათუნას მამა სოციალურ ქსელში და ფოტოსაც აქვეყნებს

კომენტარი