საზამთროს გამყიდველმა პოლიციელი მაშინ მოკლა, როდესაც ის ქუჩაში ვაჭრობის გამო გაძევებას უპირებდა

ეს ვიდეო კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო - ჩინეთში საზამთროსა და ნესვის გამყიდველთან პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, დაეტოვებინა ადგილი, რადგან ქუჩაში ვაჭრობა კანონს ეწინააღმდეგებოდა. ამის საპასუხოდ, საზამთროს გამყიდველმა დიდი ზომის დანა აიღო და სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთი სამართალდამცველი დაჭრა. დაშავებული ძლიერი სისხლდენით ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დამნაშავე მამაკაცი და მისი ორი ვაჟი უკვე დააკავა. ინციდენტის დროს კიდევ ორი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ და საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

კომენტარი