სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბუმბულიანად ატარებთ საცოდავ ქათმებს ხორცის მანქანაში! " - ნახეთ, რა აღმოაჩინეს ქათმის შაშხში

ინტერნეტ მომხმარებელი სოციალური ქსელით ფოტოებსა და ტექსტს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"ეს არის ლიდერფუდის ქათმის შაშხი, რომელიც შევიძინე "ეკონომ მიქსის" მარკეტში.
შევიძინე, დავჭერი ნაჭრებად და აღმოვაჩინე ქათმის ბუმბული, რომელიც ამ ცხიმში და ლორწოვან მასაში იყო აზელილი. სუნი ხომ გადასარევი...
მოკლედ, სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს ყველა ის კომპანია, რომელიც ასე აწარმოებს პროდუქტს. მარტო ლიდერფუდზე არაა საუბარი.. საქართველოში აღარაფერი მუშაობს და აღარაფერი ვარგა. გულის ამრევია ეს ყველაფერი! რათ უნდა გამოკვლევა და ათასი ვითომ ტრიპაჩობა, როცა ფაქტი აშკარაა. ბუმბულიანად ატარებთ საცოდავ ქათმებს ხორცის მანქანაში!
პ.ს. დიდი იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი ნახავს ამ პოსტს.
პ.ს. მე არ ვიცი ვინ, რას, როგორ აკეთებს. ვფიქრობ, არაა ნორმალური როცა საკვებ პროდუქტს ყიდულობ და ბუმბული გხვდება შიგნით. (ეს ის, რაც თვალსაჩინოა და ჩანს) ამას ბავშვებიც ჭამენ და მაპატიეთ მაგრამ არ ჯდება ეს არანაირ ეტიკეტში! ამ პოსტს ერთადერთი მიზანი აქვს: ხალხმა უნდა იცოდეს რას ჭამს და რაში იხდის ოფლის ფასად მოპოვებულ ფულს!" - წერს ანა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100