სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოგზაური ბლოგერი ჩანჩქერში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა

მოგზაურთა სამკაციანი ჯგუფი კანადაში, ჩანჩქერ შენონ ფოლსს ზევიდან ათვალიერებდა ბუნებას, თუმცა გაურკვევლი მიზეზის გამო, ისინი ჩანჩქერში ჩავარდნენ.


მათ შორის ერთ-ერთი იყო High on Life-ის მოგზაური ბლოგერი, 30 წლის რაიკერ გემბლი. სამივე მათგანი გარდაიცვალა. ისინი 100 ფუტის სიმაღლიდან გადმოვარდნენ და პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია ვარდნა გარკვეულმა ინციდენტმა გამოიწვია თუ სხვა მიზეზის გამო მოხდა.

ჩანჩქერი შენონ ფოლსი კანადაში სიმაღლით მესამეა და ერთ-ერთ საშიშ ლოკაციად ითვლება.

High on Life-ის ერთგული მკითხველებს უჭირთ მომხდარის გააზრება და საიტსა და დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100