სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა თბილისში-ავარიის შედეგად ბაიკერი დაიღუპა

დიღომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100