სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში ორი მოზარდის ცხედარი იპოვნეს

ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულები 12 წლის მოზარდები არიან. შეტყობინება მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100