სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილი გოგონების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია, თუმცა სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობრის, ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგოები დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, ნოზაძე დაჭრეს.
მისივე თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან მდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებით მოახდინეს იმ ავტომობილის იდენტიფიცირება, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. რაც შეეხება დაჭრის მოტივს, ხაჩიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რა გახდა ირაკლი ნოზაძის დაჭრის მიზეზი.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100