სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: გვინდა რუსული ტანკების გასვლა და რუსი ტურისტების შემოსვლა

“ჩვენ გვინდა საქართველოდან რუსული ტანკების გასვლა და რუსი ტურისტების შემოსვლა”-განაცხადა პოლონეთში, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ყველას ეგონა, რომ საქართველო რუსეთის გარეშე ჩამოიქცეოდა, რადგან ქვეყნის ენერგომატარებელების 90% რუსეთზე იყო დამოკიდებული.

“მათ დაგვიწესეს ემბარგო, მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ გზა და გაიზარდა ჩვენი პროდუქციის ხარისხი. დაიწყო ახალი ბაზრების დივესიფიცირება. ხალხი გასცდა საბჭოთა აზროვნებას.ჩვენ არ გვინდა მტრები, მაგრამ ვაჩვენებთ ყველას, რომ ვართ უფრო დამოუკიდებლები, ვიდრე სხვა პოსტაბჭოთა ქვეყნები”-განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100