მოსკოვში, საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვნეს

მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე რომეო კოპალიანი გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საქართველოს ნაკრების წევრ საბა კვერკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი ფეხბურთელის მეგობარი იყო, თუმცა კვერკველიას თქმით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"უკვე ექვსი თვეა იმ სახლში აღარ ვცხოვრობ. სახლი მეგობარს გადავეცი და იქ უკვე ნახევარი წელია აღარ ვყოფილვარ. გარდაცვლილი ჩემი მეგობარი არ ყოფილა. ეს ადამიანი საქართველოში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელია და იმის მეგობარია, ვისაც მე სახლი გადავეცი. მე ახლა საქართველოში ვიმყოფები, ეს ყველაფერი საინფორმაციოებიდან შევიტყვე და შოკირებული ვარ" - აღნიშნა კვირკველიამ Sport24-თან კომენტარში.

კომენტარი