სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ–ერთ მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა. აქციის დროს ახალგაზრდა მამაკაცს სურვილი ჰქონდა სიტყვით გამოსულიყო და შეკრებილი მოქალაქეებისთვის მიემართა, თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ორგანიზატორებმა ამის საშუალება არ მისცეს და მას სუს–ის აგენტობა დააბრალეს.


როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წყლით სავსე ბოთლი ესროლა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აღნიშნული მოქალაქე ტერიტორიას განარიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100