სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული ოპოზიცია 10 ივნისს ერთობლივი, ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის დეტალებზე შეთანხმდა

გაერთიანებული ოპოზიცია 10 ივნისს ერთობლივი, ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის დეტალებზე შეთანხმდა.

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აქცია პარლამენტის შენობასთან 16:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზაციულ ნაწილს „ლეიბორისტული“ პარტია უზრუნველყოფს. მიტინგის გამართვის ნებართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას სწორედ “ლეიბორისტები“ მიმართავენ.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ გაერთიანდა.

მათი განცხადებით, პირველ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე და ასევე პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათივე მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც გააყალბა მტკიცებულებები და ხელი დააფარა დამნაშავეებს.

ოპოზიციის განცხადებით, თუ 10 ივნისამდე დამნაშავეებს არ დასჯიან, აქციაზე სხვა მოთხოვნებიც გაჟღერდება.

ამ ეტაპზე უცნობია შეუერთდება თუ არა აქციას „ევროპული საქართველო“. „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ორი დღის წინ გამართულ კონსულტაციებზე, პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „ევროპული საქართველო“ მას შემდეგ მიიღებს, რაც გაირკვევა, რომელი პარტია იქნება ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზატორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100