სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

„სისტემა უნდა დაინგრეს, 10 რიცხვამდე კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები“ - ზაზა სარალიძის პრემიერთან შეხვედრა დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

"პრემიერმა მითხრა ჩემი გადადგომა თუ გიშველის გადავდგებიო, მაგრამ ეს არაფერს შეცვლისო.
ეს გამოძიება აღარ არსებობს, ყველაფერი უცვლელია, მე ვითხოვ სისტემის დამხობას, ვერაფერი ვერ მითხრეს, გამოძიებას უკუსვლით ხომ არ დაიწყებენ, ვსო მორჩა იგივე პოზიციაზე ვარ აბსოლუტურად. მირზა სუბელიანი, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი ვის ავალდებულებდა, რომელი გამომძიებელი იყო, მინისტრი იყო თუ ყველა, ვინ გასცა ბრძანება, უნდა დაისაჯოს“

ზაზა სარალიძე კვლავ უნდობლობას უცხადებს მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე ის აცხადებს, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება

შეხვედრას სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი და სახლხო დამცველი ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100