სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა თადუმაძე: "პრემიერი შეხვდება ყველა შვილმოკლულ მშობელს, ვინც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილსაც"

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ ზაზა სარალიძესა და სხვა მოქალაქეებთან მივა.

როგორც შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი შეხვდება ყველა შვილმოკლულ მშობელს, ვინც ამ წუთას მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

თადუმაძის თქმით, პრემიერი დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვედრაზე არ მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100