სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პანკისელებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს

პრემიერის განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე გამოთქვამს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ეხმაურება. მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს და აქციებს აანონსებს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე და მან მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მიღებაზე გამოთქვა მზაობა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად თვლის.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამა, მოუწოდებს პანკისელებს და საქართველოს რეგიონის მაცხოვრებლებს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და მხარი დაუჭირონ მას.

რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ამ დრომდე უცნობია მივა თუ არა ზაზა სარალიძე კანცელარიაში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100