სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშა მშვილდაძე: ხელისუფლებას სახე აეხა... გამოდით ყველანი, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ბედი

„ხელისუფლებას სახე აეხა... გამოდით ყველანი, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ბედი,“ - ეს განცხადება პროდიუსერმა, მიშა მშვილდაძემ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

მან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, მოვუწოდებ, რომ მყარად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება ყველა მომდევნო არჩევნებზე, თუ სად იქნებიან დღეს ისინი. ხალხო, პოლიტიკური პარტიები არის ინსტრუმენტები ჩვენს ხელში, მორჩა ის დრო, როცა პოლიტიკური პარტიები იყვნენ და მეტი არავინ და როცა პოლიტიკოსები და მეტი არავინ წყვეტდა ამ ქვეყნის ბედს. პოლიტიკოსები ან იდგებიან ხალხის გვერდით, ან არ იდგებიან არსად, ასეთია ვითარება ახლა. ხალხი ან ვიდგებით ერთად, ან არ ვიქნებით არსად,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100