დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე, სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე მიესაჯა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე შეეცდება დაამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა. დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულსი ადვოკატის თქმით, ისიც აპირებს უცხოელ ექსპერტებს მიმართოს.

სასჯელის ვადის განსაზღვრას ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ესწრებოდნენ. სხდომაზე კამერების გარეშე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე იყო დანიშნული, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დაგვიანებით დაიწყო.

კომენტარი