ნანუკა ჟორჟოლიანი: არ მიყვარს უზრდელობა, მილიონ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ერთ ადგილას გაირჭეთ უცხოელი პროკურორები

ნანუკა ჟორჟოლიანის ვრცელი პოსტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმეზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ:

1. ამ განაჩენით მოსამართლემ პროკურატურას უთხრა რომ რეალური მკვლელი საქმეში არ ფიგურირებს.

2. ეს არ გამორიცხავს დაკავებულების ბრალეულობას, ამიტომაც ისინი დარჩნენ საპატიმროში. უბრალოდ უფრო მეტი, სხვისი ჩადენილი დანაშაული მათ არ შეტენა სასამართლომ.

3. მესმის რატომ არ თანამშრომლობენ არასრულწლოვნები. მათ იციან დამნაშავეების გვარიც, ნათესაობაც და ისიც, რომ არცერთი მათგანი არ დასჯილა. შესაბამისად ზუსტად იციან რომ ჩვენების მიცემის შემდეგ მათ, სახელწმიფო ვერ დაიცავს.

4. შოთაძის ბრიფინგი დაგვიანებულია მინიმუმ ერთი თვით. ასევე ძალიან დაგვიანებულია საპალამენტო კომისია.

5.პროკურატურამ ამ უნდა აღიაროს, რომ ზაზა სარალიძე მართალია და ისინი მალავენ დამნაშავეს, ან თქვან, რომ დათო სარალიძე ცოცხალია და ის არავის მოუკლავს.

6. ძალიან არ მიყვარს უზრდელობა, მილიონ ბოდიშს გიხდით, მაგრამ სათქმელს სხვანაირად ვერ გადმოვცემ და ამიტომ პირდაპირ გეტყვით, ერთ ადგილას გაირჭეთ უცხოელი პროკურორები.

კომენტარი